I. პროექტის სახელი:
" Let’s introduce Georgia to foreigners”
II. პროექტის მთავარი იდეა 1 - 2 წინადადებით:
გავაცნოთ უცხოელებს საქართველოს მრავალფეროვნება და ერთ პატარა ქვეყანაში მოქცეული მრავალმხრივი სიმდიდრე.
III. პროექტის მიზნები:
· მოსწავლეებში კვლევითი უნარ - ჩვევების განვითარება.
· ზეპირი და წერითი კომუნიკაციის განვითარება ინგლისურ ენაზე.
· საგაკვეთილო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
· მოსწავლეებში ინოვაციურობის, კოლაბორაციის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
· საკუთარი ქვეყნის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება და გაგება ინტერნეტისა და საკუთარი კვლევების საფუძველზე.
IV. პროექტის ამოცანები:
1. საქართველოს ხედების დათვალიერება და ინფორმაციის გამზადება ქვეყნის ცალკეული კუთხეების შესახებ.
აქტივობები:
IV. პროექტის ამოცანები:
1. საქართველოს ხედების დათვალიერება და ინფორმაციის გამზადება ქვეყნის ცალკეული კუთხეების შესახებ.
აქტივობები:
- ექსკურსიები;
- მასალების მომზადება ისტორიული ძეგლების მნიშვნელობასა და შინაარსზე ( ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გადმოცემა) ;
- გაკვეთილი: "Let's speak about Georgia";
- პრეზენტაციები
აქტივობები:
- ხალხური ტანსაცმლის დემონსტრირება;
- ქართული ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების დემონსტრირება;
- ოჯახური საქმიანობები: ძროხის მოწველა, ყველის დამზადება;
- მასალების აღნუსხვა ციფრული კამერით, დამუშავება კომპიუტერში და ვებ–გვერდზე წარმოდგენა;
- პრეზენტაციები
აქტივობები:
- კერძების მომზადების დემონსტრირება;
- სუფრის გაშლა;
- მოლხენა სუფრასთან, სადღეგრძელოები;
- პრეზენტაციები.
აქტივობები:
- მასალების მოპოვება;
- ინტერვიუს აღება უცხოელისაგან;
- აბაშის ლამაზი ადგილების დემონსტრირება;
- ფოტოკოლაჟის შექმნა სოფლის ცხოვრების შესახებ.
პროექტის მიმდინარეობისას ადგილი ექნება სამუშაოების წარმართვის მონიტორინგს, ხოლო დასასრულს მოხდება შემდეგი უნარების შეფასება:
- ინფორმაციის მოძიების ( დაკვირვებით, გამოკითხვით, პრეზენტაციების მოსმენით );
- კომუნიკაციის ( დაკვირვებით, გამოკითხვით );
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ( მოკვლეული მასალების, სლაიდების დათვალიერება, პრეზენტაციების მოსმენა, თვითშეფასების გაკეთება, საჭიროების შემთხვევაში ანგარიშის შედგენა );
- კვლევის შედეგების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების ( მონიტორინგების შედეგების განხილვით, პრეზენტაციებით, გასაუბრებით ჯგუფის წევრებთან, პროექტის შედგენისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბების ხარისხის შემოწმებით );
- თვალსაჩინოებების შექმნით ( შექმნილი მასალების დათვალიერებით ).
აქტ. 1. მოსწავლეების შეკრება და მათთვის პროექტის არსის გაცნობა. ( 14.03 )
აქტ. 2. პირველადი საკითხების გადაწყვეტა, მოსწავლეების მიერ კითხვების დასმა განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ, საქმეების გადანაწილება თავიანთი სურვილის მიხედვით. (17.03 – 18.03 )
აქტ. 3. საქმიანობების ორგანიზება ( 19.03 – 22.03):
- ჯგუფებად დაყოფა;
- განსახილველი საკითხების გადანაწილება ( არჩევა მოსწავლეთა მიერ );
- კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ. 4. მუშაობის მსვლელობა ( 24.03 – 7.05 ):
- მოსწავლეთა ერთი ნაწილი იმუშავებს საქართველოს ისტორიული და დასავენებელი ადგილების, აბაშის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების მოძიებაზე;
- მეორე ნაწილს დაევალება - ქართული სამზარეულოსა და სოფლის ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვება და წარმოდგენა;
- მესამე ნაწილი იმუშავებს ქართული ტრადიციული ცეკვა - სიმღერისა ქართული ტრადიციული სამოსის წარმოჩენაზე;
- მეოთხე ნაწილი აიღებს ინტერვიუს აბაშაში მყოფ უცხოელ მოხალისე მასწავლებელისგან და ორგანიზებას გაუკეთებს ჩანახატებისა და ესსეების მომზადებას.
- მეხუთე ნაწილი მასწავლებელთან ერთად მონიტორინგს გაუწევს პროექტის მსვლელობას. ( მთელი პროექტის მანძილზე )
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
მოძიებულ და დამუშავებულ მასალას წარვუდგენთ აუდიტორიას, მივცემთ საბოლოო სახეს და შემდეგ განვათავსებთ ბლოგზე ( 10.05 – 16.05 ).
VI. მონაწილეთა ასაკი/კლასი: VI, VII, IX კლასი
VII. ვადები / ხანგრძლივობა: ორი თვე.
VIII. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- ფოტო და ვიდეო მასალა
- პრეზენტაციები
- ნახატები
- ესსები
- შთაბეჭდილებების ფურცლები
- ჩანახატები
- ინტერვიუ
- გამოფენა - საგამოფენო სტენდები ფოტოსურათებითა და საკუთარი ნახატებით.
- ლაშქრობები
- ექსკურსია
- პროექტის ვებ-გვერდი.
IX. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
- კომპიუტერი,
- პრინტერი
- ინტერნეტი
- ციფრული კამერა
- პროექტორი
- საჭირო ლიტერატურა
- ფორმატისა და თაბახის ფურცლები
- ფანქრები და კალმები
- მარკერები
X. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში:ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა, ქართული ენა და ლიტერატურა. გაიწაფებიან ისტ-ში ( შეეძლებათ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ფოტო და ვიდეო მასალის დამუშავება, ვებ-გვერდის შექმნა)
XI. პროექტის ხელმძღვანელი : ინა გერსამია, აბაშის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი
XII. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: i.gersamia@yahoo.com
XIII. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: inagersamia.blogspot.com/